aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტი 10 წლის ბავშვის მშობელია” – მარინა ეზუგბაია

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ჩვენ დღეს დილას გავაკეთეთ 14 ტესტი დაახლოებით და 14 ტესტიდან ერთი არის დადასტურებული შემთხვევა, დანარჩენი ნეგატიური იყო” – ამის შესახებ, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო ინფიცირებული პაციენტი, 10 წლის ბავშვის მშობელია, რომელსაც კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა.

„ქვეყანაში იყო 130 შემთხვევა დადასტურებული და დღეს საღამოსკენ მხოლოდ ერთი დაგვემატა, არის 131 შემთხვევა დადასტურებული. ამ დადასტურებული შემთხვევებიდან ჩვენს ცენტრს შემოემატა დღეს 5 დადასტურებული შემთხვევა. ახალი არა, ამ 130-ში არსებული შემთვევების ნაწილიდან 5 პაციენტი მიღებულ იქნა დღეს ჩვენთან, ამ ეტაპზე გვყავს 39 დადასტურებული პაციენტი და ისიც ჯამურად პირველი დღიდან აქამდე გამოგვდის, რომ გვყავს 59 პაციენტი.

იცით, რომ გუშინ საღამოს 3 პაციენტს დაუდასტურდა ვირუსიდან გამოჯანმრთელება და ამ სამმა პაციენტმა დატოვა დღის განმავლობაში ცენტრი.

ერთი ახალი შემატებული პაციენტი არის 10 წლის მოზარდის მშობელი, რომელსაც ჩვენ დღეს დავუდასტურეთ. ჩვენ დღეს დილას გავაკეთეთ 14 ტესტი დაახლოებით და 14 ტესტიდან მშობელთან არის დადასტურებული შემთხვევა, დანარჩენი ნეგატიური იყო.

ჩვენი ყოფილი პაციენტების მონიტორინგი რომ ხდება pcr კვლევაზე, რამოდენიმე პაციენტთან უკვე ძალიან სუსტი კონცენტრაციით ისაზღვრება ვირუსი, რაც ნიშნავს, რომ შემდეგ კვლევაზე ალბათ მათთანაც გვექნება ვირუსისგან გამოჯანმრთელებ“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

30 მარტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.

მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ასევე, ის შეზღუდვები ჩამოთვალა, რომლებიც დღეიდან, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ამოქმედდება.

შეგახსენებთ, რომ 2 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 131 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 26 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნაკარანტინის რეჟიმში იმყოფება 5550 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 281.

საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 965,535 მიაღწია. გარდაიცვალა 49,247 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 203,308 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.

ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....