ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრი განმარტავს, როდის შეიძლება ველოდოთ პიკურ პერიოდს

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მიუხედეავად იმისა, რომ ვითარება კონტროლირებადია, ეს მთავრობას არ  აძლევს საფუძველს, ღონისძიებები.კიდევ უფრო არ გაამკაცროს .

როგორც მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა, არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში პიკურ პერიოდს აპრილის ბოლოდან ელოდონ.

“არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ჩვენ არ გავამკაცროთ ღონისძიებები და არ დავსახოთ სტრატეგია უკვე გართულებული შემთხვევების მართვისთვის და გაზრდილი შემთხვევების მართვისთვის. ჩვენ ვთვლით, რომ პიკურ სტადიას შეიძლება ველოდეთ აპრილის მორე ნახევრიდან იმის მიხედვით, თუ რამდენად ეფექტური იქნება მენეჯმენტი, როგორც სახელმწიფო მხრიდან, ასევე ჩვენი მოქალაქეების მხრიდან.

აღსრულების ნაწილი იქნება დამოკიდებული ამაზე, თუ რამდენად ხანგრძლივი და რა რაოდენობა პაციენტები გვეყოლება აპრილის ბოლოს და მაისში, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პიკური პერიოდი და როგორ მოხდება მისი შეკავება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევები 130-მდე გაიზარდა. მათგან 26 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მთავრობის 30 მარტის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის ვადით ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინი გამოცცხადდა. საყოველთაო კანარტინის პერიოდში, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე  ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა.

პრემიერმას საზოგადოებას ის შეზღუდვები გააცნო, რაც დღეს, დილის 08:00-იდან ამოქმედდა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.

იტვირთბა....