aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დონორის შერჩევაა რთული პლაზმაში, იმუნურ სისტემაზეა დამოკიდებული..” – ცერცვაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ “ფორმულას” ეთერში საქართველოში კორონავირუსთან საბრძოლველად პლაზმით მკურნალობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

მისი თქმით, საქართველოს უკვე აქვს კონტაქტი შესაბამის კომპანიებთან, რომლებიც საშუალებას მიცემს ქართულ მხარეს აღნიშნული პლაზმა დაამზადონ.

პლაზმით მკურნალობა საქართველოში არასდროს არ გამოყენებულა. იმუნური პლაზმა საქართველოში რაღაც პერიოდში გამოიყენებოდა მაგრამ საშიში ინფექციებისათვის, ეპიდემიისა და პანდემიების დროს ის არ გამოყენებულა. იდეა საინტერესოა განსაკუთრებით იმ ინფექციების სამკურნალოდ, რომლის სამკურნალო პირდაპირი ანტივირუსული მედიკამენტები თითქმის არ არსებობს. ჩვენ ამით მას შემდეგ დავინტერესდით, რაც ამერიკის წამლისა და საკვები პროდუქტების ადმინისტრაციამ რეკომენდაცია გააკეთა. ამერიკის წამლისა და საკვები პროდუქტების ადმინისტრაციამ ამის გამოყენებაზე ცალსახა რეკომენდაცია არ გააკეთა, მან გააკეთა ე.წ. თანხმობა, რომ დაიწყოს ამ პლაზმის გამოყენების შ​ესაძლებლობაზე მუშაობა. ეს რთულია. პირველი – დონორის შერჩევაა რთული მის პლაზმაში, რადგან ანტისხეულების კონცენტრაცია უნდა იყოს მაღალი , რომ მას მაღალი სამკურნალო ეფექტი ჰქონდეს. ადამიანმა, რომელმაც გადაიტანა კორონავირუსის ინფექცია, მის იმუნურ სისტემაზეა დამოკიდებული. ზოგიერთ განკურნებულ პაციენტში რჩება მაღალი იმუნიტეტი, ზოგიერთში რჩება დაბალი. ტიტრი უნდა იყოს მაღალი, მინიმალური დონეა მინიშნებული FDA-ს რეკომენდაციაში, რომ სულ ცოტა 320 განზავებაზე უნდა იზომებოდეს ანტისხეულების კონცენტრაცია. ერთი ადამიანისგან შეიძლება დამზადდეს ერთისთვის, შეიძლება დამზადდეს რამდენიმესთვის, მაგრამ რთული თვითონ პროცედურაა. გარდა ანტისხეულების ტიტრისა იქ მთელი რიგი პარამეტრები უნდა შეესაბამებოდეს. შემდეგ სპეციალური მაღალტექნოლოგიური მეთოდებით უნდა დამზადდეს და ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ითხოვს, რომ ყოველი ცალკეული გადასხმა შეთანხმდეს FDA-სთან. ეს არ არის მარტივი და არასტანდარტული პროცედურაა. ეს დაშვებულია განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც ამოწურულია მკურნალობის სხვა შესაძლებლობა და ერთგვარი გადარჩენის თერაპიაა. ამერიკაში სულ ერთეული შემთხვევებია გადასხმული. კორონავირუსის შემთხვევაში ევროპაში საუკეთესო მაჩვენებლები გვაქვს. გამოვიჩინეთ ინიციატივა, რომ ერთ-ერთმა პირველებმა შესაძლოა ეს პლაზმა გამოვიყენოთ. უკვე გვაქვს კონტაქტი შესაბამის კომპანიებთან, რომლებმაც შემოგვთავაზეს, რომ მათ აქვთ მაღალტექნოლოგიური მეთოდები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს ეს პლაზმა დავამზადოთ. ჩვენ ამას ალბათ გავაკეთებთ მაგრამ ეს არ არის მარტივი, როგორც მოსახლეობას წარმოუდგენია“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძემ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და კორონავირუსით ინფიცირებულთა მოსალოდნელ რაოდენობაზე ისაუბრა.

30 მარტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.

მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ასევე, ის შეზღუდვები ჩამოთვალა, რომლებიც დღეიდან, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ამოქმედდება.

შეგახსენებთ, რომ 1 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 117 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 23 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნაკარანტინის რეჟიმში იმყოფება 5783 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 301.

საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 885,890 მიაღწია. გარდაიცვალა 44,220 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 185,226 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.

ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....