ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსისგან 23 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა და გამოჯანმრთელებულტა რიცხი 23 გახდა. 

 ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 115 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 23 ადამიანი.

ამასთან, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5783 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 301.

მთავრობის 30 მარტის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის ვადით ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინი გამოცცხადდა. საყოველთაო კანარტინის პერიოდში, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე  ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა.

პრემიერმას საზოგადოებას ის შეზღუდვები გააცნო, რაც დღეს, დილის 08:00-იდან ამოქმედდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

 

იტვირთბა....