ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩემი კოლეგა არის გმირი, იმიტომ რომ ის ემსახურებოდა პაციენტს, ფსიქიურად დაავადებულ ადამიანს…”- იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული მედიკოსის ყველა კონტაქტკი მოკვლეულია და ისინი განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იმყოფებიან.

იმნაძეს შეფასებით, დაინფიცირებული ექთანი გმირია, ვინაიდან ის ეხმარებოდა ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტს და რომელთანაც ფიზიკური კონტაქტი იყო გაძნელებული.

„ჩემი კოლეგა არის გმირი, იმიტომ რომ ის ემსახურებოდა პაციენტს, ფსიქიურად დაავადებულ ადამიანს, რომელთანაც ფიზიკური კონტაქტი იყო გაძნელებული, ამ ადამიანმა გააკეთა ყველაფერი, რომ ამ პაციენტისთვის მოევლო და სამწუხაროდ, მან ვერ შეძლო ბოლომდე დაცული ყოფილიყო უშუალო ფიზიკური კონტაქტისგან ამ პაციენტთან. მისი ყველა კონტაქტი მიკვლეულია და ყურადღების ქვეშაა“,- განაცხადა იმნაძემ.

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ექთანს კორონავირუსის ინფექცია 30 მარტს დაუდსასტურდა.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსუს ლაბორატორიულად დადასტურებული 115 შემთხვევაა, მათგან 23 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.

მთავრობის 30 მარტის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის ვადით ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინი გამოცცხადდა. საყოველთაო კანარტინის პერიოდში, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე  ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა.

იტვირთბა....