ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების 115 შემთხვევაა დადასტურებული

საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ისინი კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 115 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 22 ადამიანი.

ამასთან, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5106 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 294.

მთავრობის 30 მარტის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის ვადით ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინი გამოცცხადდა. საყოველთაო კანარტინის პერიოდში, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე  ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა.

პრემიერმას საზოგადოებას ის შეზღუდვები გააცნო, რაც დღეს, დილის 08:00-იდან ამოქმედდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

იტვირთბა....