ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ეზუგბაიას ინფორმაციით, ინფიცირების ორი ახალი შემთხვევა ცნობილი პაციენტების კონტაქტებია

თბილისის ინფექციური საავდმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეს გამოვლენილი ორი ახალი შემთხვევა ცნობილი პაციენტების კონტაქტიბოა.

ამის შესახებ ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან გადაცხადა და აღნიშნა, რომ ბოლო ორი პაციენტის პირველწყაროს დადგენა ამ დროისთვის ვერ ხერხდება.

“კონტაქტებია ცნობილია, ცნობილი პაციენტების კონტაქტებია. ბოლო ორი პაციენტის წყარო არის დაუდგენელი, ჯერჯერობით ვერ ხდება პირველწყაროს დადგენა. ამ ერთ-ერთი ჯგუფიდან არის ორი პაციენტი, რომელიც ჩვენთან შემოვიდა. ამათი წყარო ცნობილია“ , – განაცხადა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას ინფორმაციით, თბილისის ინფექციურ საავდმყოფოში ამ დროისთვის ინფიცირებული 32 პაციენტი მკურნალობს, ხოლო მათ ცენტრში მყოფი 19 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა და კლინიკა დატოვა.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსუს ლაბორატორიულად დადასტურებული 115 შემთხვევაა, მათგან 22 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5106 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 294.

მთავრობის 30 მარტის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის ვადით ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინი გამოცცხადდა. საყოველთაო კანარტინის პერიოდში, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე  ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა.

პრემიერმას საზოგადოებას ის შეზღუდვები გააცნო, რაც დღეს, დილის 08:00-იდან ამოქმედდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

იტვირთბა....