ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“როცა პაციენტი კლინიკაში შემოვიდა, იყო საშუალოზე მძიმე, მაგრამ დაავადებამ პროგრესირება განიცადა”- ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით,  ინფიცირებული ორი ახალი პაციენტი მკურნალობას მათ კლინიკაში გადის, მათგან კი ერთის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მათ ცენტრში შესვლის მომენტში პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის იყო, შემდეგ კი დაავადებამ პროგრესირება განიცადა.

“დაგვემატა კიდევ ერთი ახალი მძიმე პაციენტი. როცა შემოვიდა იყო საშუალოზე მძიმე, მაგრამ დაავადებამ განიცადა პროგრესირება. მიუხედავად დაწყებული მკურნალობისა, მისი მდგომარეობა  ამ ეტაპზე მძიმეა, მაგრამ არა კრიტიკული“ ,- განაცხადა ეზუგბაიამ.

ამასთან, ეზუგბაია ძველი 4 მძიმე პაციენტის მდგომარეობასაც აფასებს და აღნიშნავს, რომ ორი კრიტიკულ მდგომარეობაშია, ორის შემთხვევაში კი ვითარება სტაბილურია.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსუს ლაბორატორიულად დადასტურებული 115 შემთხვევაა, მათგან 22 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5106 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 294.

მთავრობის 30 მარტის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის ვადით ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინი გამოცცხადდა. საყოველთაო კანარტინის პერიოდში, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე  ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა.

პრემიერმას საზოგადოებას ის შეზღუდვები გააცნო, რაც დღეს, დილის 08:00-იდან ამოქმედდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

იტვირთბა....