ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ერთი პაციენტი არის შიდა გავრცელება, მეორე – გერმანიის კლასტერი”- მაკა სოლოღაშვილი

დღეს გამოვლენილი კორონავირუსით დაავადებული 5 ახალი პაციენიდან 2 მათგანის ინფიცირების წყარო ცნობილია.

ორი ახალი პაციენტიდან ერთი მათგანი  შიდა გადაცემას უკავშირდება, მეორე კი – გერმანიის კლასტერს. 

ამის შესახებ ჟურნალისტებს ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მაკა სოლოღაშვილმა განუცხადა.

“ორივე პაციენტი დღეს ჩაერთება კვლევაში. მათი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. ორი ახალი პაციენტიდან ერთი პაციენტი არის შიდა გავრცელება, მეორე პაციენტი არის გერმანიის კლასტერი, რომელთანაც გამოხატული იყო პნევმონია და ლაბორატორიულად გამოვლინდა კორონავირუსის დიაგნოზი“, – განაცხადა სოლოღაშვილმა.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსუს ლაბორატორიულად დადასტურებული 115 შემტხვევაა, მათგან 22 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5106 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 294.

მთავრობის 30 მარტის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის ვადით ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინი გამოცცხადდა. საყოველთაო კანარტინის პერიოდში, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე  ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა.

პრემიერმას საზოგადოებას ის შეზღუდვები გააცნო, რაც დღეს, დილის 08:00-იდან ამოქმედდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

იტვირთბა....