თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ახალი ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ არის, ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.
როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, დღევანდელი მონაცემებით. პაციენტებთან დინამიკაში რა განვითარდება, ამაზე ლაპარაკი ძლიან რთულია
„როგორც ჩემთვის ცნობილია, ახალ შემთხვევებთან დაკავშირებით კრიტიკული და ძალიან მძიმე არც ერთი პაციენტის მდგომარეობა არ იყო, დღევანდელი მონაცემებით დინამიკაში რა განვითარდება, ამაზე ლაპარაკი ძალიან რთულია, მაგრამ ახალი 11 შემატებული პაციენტის კრიტიკული მდგომარეობა ჯერჯერობით არცერთთან არ დასტურდება“ ,- განაცხადა ეზუგბაიამ.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 108-მდე გაიზარდა. მათგან 21 უკვე გამოჯანმრთელდა.
პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გუშინ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე საგანგებო მდგომარეობის ვადით ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა. საყოველთაო კანარტინის პერიოდში, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა.
პრემიერმას საზოგადოებას ის შეზღუდვები გააცნო, რაც დღეს, დილის 08:00-იდან ამოქმედდა.