საქართველოს მასშტაბით, ე.წ. კომენდატის საათის დროს, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე აკრძალულია მოქალაქეების გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე – ტრანსპორტით.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ე.წ. კომენდანტის საათის დროს მხოლოდ აფთიაქები იმუშავებენ.
პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გუშინ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე საგანგებო მდგომარეობის ვადით ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა. საყოველთაო კანარტინის პერიოდში, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა.
პრემიერმას საზოგადოებას ის შეზღუდვები გააცნო, რაც დღეს, დილის 08:00-იდან ამოქმედდა.
პოლიციამ რამდენიმე ქალაქის შესასვლელებთან მგზავრების გადაადგილების კონტროლი უკვე დაიწყო.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.