თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ ცენტრში მოთავსებული 4 კრიტიკულად მძიმე პაციენტიდან 2-ის მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა.
როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებტან განაცხადა, თი ამ ორი პაციენტის მდგომარეობის სტაბილურობა დღესაც იქნება შენარჩუნებული, უკვე შეიძლება ითქვას, რომ მათი მდგომარეობა გაუმჯობესდა.
რაც შეეხება ინფიცირებული ბავშვების მდგომარეობას, ეზუგბაიას ინფორმაციით, ორი ბავშვი უკვე გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი ინფექციურში აგრძელებენ მკურნალობას.
მისივე თქმით, ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობას 47 ინფიცირ3ებული გადის.
საქართველოში ახალი ვირუსის “კოვიდ-19”-ის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები 97-მდე გაიზარდა. მათგან 18 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.
ამასთან, ამ დროისთვის ქვეყანაში საკარანტინო რეჟიმში 4876 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 264.
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, საქართველოს მთავრობამ 21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
ხოლო, 23 მარტიდან პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.