საქართველოში დღეს კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანაში ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები 97-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 97 შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის 18 გამოჯანმრთელებულია.
ამასთან, ამ დროისთვის ქვეყანაში საკარანტინო რეჟიმში 4876 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 264.
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, საქართველოს მთავრობამ 21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
ხოლო, 23 მარტიდან პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.