ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ოკუპირებული გალიდან ვირუსის სიმპტომებით შუა ხნის ქალი გადაიყვანეს

ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში საეჭვო სიმპტომებით შუა ხნის ქალი გადმოიყვანეს.

50 წლის ქალი ქალაქ გალის მკვიდრია და მას ტემპერატურის მატებადა ხველა აღენიშნება. პაციენტი ბოქსირებულ პალატაში მოათავსეს.

ექიმების განცხადებით, მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. ხოლო  კორონავირუსზე ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება.

საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების 91 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 18 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.

21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 

იტვირთბა....