ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 91-მდე გაიზარდა

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 91-მდე გაიზარდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში 4 717 ადამიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 268 პირი რჩება.

შეგახსენებთ, უკვე გამოჯანმრთელდა 18 ადამიანი.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

 

იტვირთბა....