მთავარი ციტატა

“შესაძლოს, ეს კიდევ მეტხანს გაგრძელდეს, რადგან გვაქვს 12-კვირიანი სცენარი გათვლილი და კიდევ უფრო ხანგრძლივვადიანი”

“სერიოზული ზრდა მოსალოდნელია ხოლმე მე-5, მე-6, მე-7, მე-8 კვირის ფარგლებში, ამიტომ ვუსვამ ხაზს, რომ მომავალი ოთხი კვირა გვექნება რთული და ამიტომ არის საჭირო გამკაცრება ყველაფრის. საგანგებო მდგომარეობა რასაც გვეუბნება, ყველამ უნდა დავიცვათ წესები და რეჟიმი. ეს აუცილებელია. აუცილებელია, ვეცადოთ, მაქსიმალურად მინიმალური დაზიანებით გავიაროთ მომავალი ოთხი კვირა. შესაძლებელია, ეს კიდევ მეტხანს გაგრძელდეს, რადგან გვაქვს რვაკვირიანი სცენარი, 12-კვირიანი სცენარი გათვლილი და კიდევ უფრო ხანგრძლივვადიანი, მაგრამ ეს ყველაფერი გამოჩნდება მე-5, მე-6 კვირის დროს, როგორი სისწრაფე გვექნება ზრდის.

ამირან გამყრელიძე – საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი

გამყრელიძემ ამის შესახებ “ახალ კვირასთან” ინტერვიუში განაცხადა. 

საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების 91 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 18 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

იტვირთბა....