“ჩვენ უკვე პრეკრიტიკულ, პრეკრიზისულ ფაზაში ვართ. ეს ფაზა, ალბათ, ვფიქრობ, ამ კვირის განმავლობაში კიდევ გაგრძელდება, იქნება შემთხვევების მატება, მაგრამ შემდგომ თანდათან უკვე გადავალთ ე.წ. კრიტიკულ ფაზაში, სადაც ყველამ ერთად – სახელმწიფომ, არასამთავრობო სექტორმა, საზოგადოებამ, კერძო სექტორმა, ერთობლივი ძალიან სწორი კოორდინირებული მუშაობით უნდა ვეცადოთ, რომ ამ პერიოდში არ გვქონდეს დიდი დანაკარგები და საგრძნობლად არ დაზარალდეს ქვეყანა როგორც ადამიანური რესურსით, ასევე ეკონომიურად. ეს თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა“
ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი
საზოგადოებრივი მაუწყებელი
შეგახსენებთ, საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 91-მდე გაიზარდა.
უკვე გამოჯანმრთელდა 18 ადამიანი.
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.
21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.