მთავარი ციტატა

“ჩვენთვის მომავალი სამი-ოთხი კვირა იქნება ძალიან საფრთხილო და საგანგაშო”

“ყველა ქვეყანაში, რომლის გამოცდილებასაც ჩვენ ვსწავლობთ, დადასტურების პირველი შემთხვევიდან მე-5, მე-6, მე-7, მე-8 კვირა ხდება გარკვეულად ძალიან საფრთხილო და საგანგაშო და უკვე როდესაც ფიქსირდება ქვეყანაში შიდა გავრცელების შემთხვევა, ეს არის უკვე განგაშის სიგნალი. ჩვენთვის მომავალი სამი-ოთხი კვირა იქნება ძალიან საფრთხილო და საგანგაშო იმ თვალსაზრისით, რომ გვექნება შემთხვევის მატება. შემთხვევების მატება რომ გვექნება, ამაზე ორი აზრი არ არის, მაგრამ ვცდილობთ, როგორმე არ იყოს ნახტომისებური მატება. ჩვენ გვაქვს დღეში ვთქვათ ხუთი, შვიდი, ათი შემთხვევა, რომელსაც ჯანდაცვის სისტემა უძლებს, უვლის ამ ადამიანებს და საბედნიეროდ, ჯერჯერობით ლეტალური შემთხვევა ჩვენ არ გვაქვს“

ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი

საზოგადოებრივი მაუწყებელი

შეგახსენებთ, საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 91-მდე გაიზარდა.

უკვე გამოჯანმრთელდა 18 ადამიანი.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

იტვირთბა....