მთავარი ციტატა

“გვაქვს რამდენიმე შემთხვევა, სადაც ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია, შიდა გავრცელების პროცესი გვაქვს”

“უკვე გვაქვს რამდენიმე შემთხვევა, სამი, სადაც ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია, გვაქვს უკვე შიდა გავრცელების პროცესი. აქედან ორში, დიდი ალბათობით; ერთში, ალბათ, მაინც გავალთ წყაროზე. ამიტომ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შევედით სხვა ფაზაში. ეპიდემიის შემთხვევათა რიცხვი, ყოველთვის ვამბობდით, რომ მოიმატებდა და ასეც არის“

ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი

საზოგადოებრივი მაუწყებელი

შეგახსენებთ, საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 91-მდე გაიზარდა.

უკვე გამოჯანმრთელდა 18 ადამიანი.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

იტვირთბა....