aviabiletebi
მთავარი ციტატა

“არის უკვე ექსპერიმენტული კვლევები, რომ კორონავირუსის სამკურნალოდ შეიძლება გამოვიყენოთ გამოჯანმრთელებული პაციენტის პლაზმა”

“ჯერჯერობით, ახალი კორონავირუსის მკურნალობის პრაქტიკაში რჩება ის პრეპარატები, რაც იყო აქამდე ყველაზე ეფექტური. არის უკვე ექსპერიმენტული კვლევები, რომ შეიძლება გამოვიყენოთ გამოჯანმრთელებული პაციენტის პლაზმა. ზოგადად, ინფექციური დაავადების გადატანისას წარმოიქმნება ანტისხეულები, რომლებიც იბრძვიან ამ ვირუსის და ნებისმიერი სხვა ბაქტერიის წინააღმდეგ. ამ შემთხვევაშიც იგივე მეთოდია. როდესაც ადამიანი გადაიტანს ამ დაავადებას, მას ექნება ანტისხეულები ამ დაავადების გამომწვევის წინააღმდეგ და შესაძლებელია ამ ადამიანის პლაზმის გამოყენება სამკურნალოდ”

aviabiletebi
ავიაბილეთები

რეზი მეჭურჭლიშვილი – ინფექციონისტი, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ექიმი

“გიორგი თარგამაძის ფორმულა” – ტელეკომპანია “ფორმულა”.

შეგახსენებთ, საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 91-მდე გაიზარდა.

უკვე გამოჯანმრთელდა 18 ადამიანი.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

იტვირთბა....