საქართველოში, კორონავირუსის გამო, კარანტინის რეჟიმში 4 717 ადამიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 268 პირი რჩება.
მონაცემებს მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებგვერდი stopcov.ge აქვეყნებს.
შეგახსენებთ, “კოვიდ-19”-ით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 91-მდე გაიზარდა.
უკვე გამოჯანმრთელდა 18 ადამიანი.
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.
21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.