მთავარი ციტატა

“თუ რამის ძალა აქვთ, კორონავირუსს უთხრან, წავიდეს, გაშორდეს კაცობრიობას” – მეუფე იაკობი

„მაინც და მაინც ეკლესიებში რომ გვეშინია ადამიანი მივიდეს, ქუჩაში დღეში საშუალოდ მილიონ-ნახევარი კაცი მაინც გამოდის, მაღაზიებში თუ ისე, რომ დადიან აუცილებელ საქმეზე, ვთქვათ სურსათი რომ შეისყიდონ, რა, არ შევასყიდინოთ სურსათი? უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, თვითშეგნება უნდა გვქონდეს თითოეულს იმდენი, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. თორემ ახლა ის, რომ მაინც და მაინც ეკლესიაზე… კიდევ ერთხელ ვიტყვი, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, მსოფლიოს რომელი ძალებისგანაც, ჩვენს ქვეყანაში რომელი პარტიებიდანაც არ უნდა მოდიოდეს, მაინც დამარცხდებიან ღვთის წინაშე. თუ რამის ძალა აქვთ, თუ მაგათ სიტყვას ფასი აქვს, კორონავირუსს უთხრან, რომ წავიდეს, საერთოდ გაშორდეს კაცობრიობას. დარეგულირდება ყველაფერი, თქვენ მარტო ცუდს ნუ ხედავთ, კარგიც დაინახეთ. მოხდა ეს, გამოვასწორებთ“

მეუფე იაკობი, ბოდბის ეპისკოპოსი

“პირველი არხი”

დღეს ილია მეორე ბოდბის დედათა მონასტერში საკვირაო წირვას დაესწრო. პატრიარქმა წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში წირვა ბოდბის ეპარქიის წინამძღვართან, მეუფე იაკობთან ერთად აღავლინა.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 90 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმში იმყოფება  4534 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 276.

საქართველოში  21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოაწყო.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება ვებგვერდზე https://stopcov.ge/.  ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება ვებგვერდზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505; დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....