ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მსოფლიო დიდ განსაცდელშია, მაგრამ ღვთის წყალობა ყოველ განსაცდელს აღემატება”

“მსოფლიო დიდ განსაცდელშია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, ღვთის წყალობა აღემატება ყოველ განსაცდელს”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ბოდბეში, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

„დიდ განსაცდელშია მსოფლიო, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ღვთის წყალობა აღემატება ყოველ განსაცდელს. მწუხარება სიხარულით შეიცვლება. ღმერთმა დაგლოცოთ“, – განაცხადა ქადაგებისას პატრიარქმა.

ილია მეორე ბოდბის დედათა მონასტერში საკვირაო წირვას დაესწრო. პატრიარქმა წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში წირვა ბოდბის ეპარქიის წინამძღვართან, მეუფე იაკობთან ერთად აღავლინა.

შექმნილ სიტუაციაზე დღეს ისაუბრა მეუფე შიომაც. მისი თქმით, მსოფლიოს მასშტაბით ადამიანები ვირუსის გამო სინანულზე საუბრობენ.

იტვირთბა....