დღეს ჩამინიშნეს პროცესი, გირაოს ითხოვენ – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე წერს.
“დღეს , 19:30-საათზე, ჩამინიშნეს პროცესი. გირაოს ითხოვენ“, – წერს ჯაფარიძე.
ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ახალი ბრალი წაუყენა.
ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს და გიორგი ვაშაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

