aviabiletebi
მთავარი ციტატა

“მივმართავ კოლეგებს – ხელთათმანი ნუ გიქმნით ყალბი დაცულობის გრძნობას”

“ვთხოვ ჩემ კოლეგებს, რომ ჩვენთან დევს ნებისმიერი პროტოკოლი ინდივიდუალური უსაფრთხოების დაცვის საშუალების გამოყენების შესახებ, დევს ამისი ვიდეოგაკვეთილიც და მოვუწოდებ მათ, რომ ეს კიდევ ნახონ კარგად. არის გარკვეული წესები და ერთზე მინდა ახლა ყველას ვუთხრა – ხელთათმანი ნუ გიქმნით ყალბი დაცულობის გრძნობას. როდესაც ხელთათმანი გვიკეთია, ხელს ზუსტად ასევე უნდა დამუშავება ძალიან ხშირად სპირტის შემცველი სადეზინფექციო ხსნარით. ხელები იმიტომ არის სახიფათო, რომ ხელით ვეხებით სახეს და ასე გადაგვაქვს ინფექცია. ხელთათმანიანი ხელითაც ასევე შეიძლება ინფექციის გადატანა. ამიტომ, ხშირად დავიმუშაოთ ხელთათმანიანი ხელებიც”

aviabiletebi
ავიაბილეთები

პაატა იმნაძე – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე

აღნიშნული განცხადება იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 81-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულია 13 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში 4 505 ადამიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 247 პირი რჩება.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

 

იტვირთბა....