aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირებული 5 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა” – იმნაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით, “კოვიდ-19”-ით ინფიცირებული 5 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ინფიცირებული ორსულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

“მთელი საქართველოს მასშტაბით, ამჟამად არის 5 პაციენტი, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს და რომელთა მდგომარეობაც მძიმეა”, – განაცხადა იმნაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 81-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულია 13 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში 4 505 ადამიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 247 პირი რჩება.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

იტვირთბა....