aviabiletebi
მთავარი ციტატა

“ტესტირების ყველა ეტაპი კონტროლს დაექვემდებარება”

“ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ გაფართოვდეს პისიარ ტესტირების შესაძლებლობა. რაც შეეხება სწრაფი ტეტსტების გამოყენების გაფართოებას, რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ მოხდება ალგორითმის პირობებში, რომელზეც ჯანდაცვის სამინისტრო ამ კვირაში დაასრულებს მუშაობას. ორშაბათიდან იქნება უკვე ეს ხელმისაწვდომი და განისაზღვრება სად, რა პირობებში და ვის მიერ შეიძლება ტესტის ჩატარება და რა მოთხოვნებს დავაყენებთ ამისთვის. ერთი რამ მინდა ხაზგასმით ვთქვა, ტესტირების ყველა ეტაპი კონტროლს დაექვემდებარება იმისთვის, რომ ხარისხი იქნას დაცული”

aviabiletebi
ავიაბილეთები

თამარ გაბუნია – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

აღნიშნული განცხადება გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 81-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულია 13 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში 4 505 ადამიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 247 პირი რჩება.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

იტვირთბა....