„კიდევ უფრო მაღალ ხარისხში უნდა დავიცვათ ის რეკომენდაციები, რომ საჭირო არ გახდეს საყოველთაო კარანტინის, საყოველთაო იზოლაციის შემოღება, რაც კიდევ უფრო მძიმე ტვირთი იქნება ეკონომიკისთვის. ჩვენ გვაქვს ორი ძირითადი მიმართულება – დავიცვათ მოქალაქეების ჯანმრთელობა და არ მივიღოთ ეკონომიკაში შეუქცევადი პროცესები. ყველა ინიციატივა იქნება განხილვის საგანი, მაგრამ თუ მასში დევს ჭარბად პოლიტიკური შემადგენელი და არა შედეგი, ასეთი ინიციატივები, რა თქმა უნდა, განხილული არ იქნება“
დიმიტრი ხუნდაძე – დეპუტატი
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 81-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულია 13 ადამიანი.
კარანტინის რეჟიმში 4 505 ადამიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 247 პირი რჩება.
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.
21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.