ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ჩინეთი აშშ-ს კორონავირუსთან ბრძოლაში დაეხმარება

ჩინეთის რესდპუბლიკა ამერიკის შეერთებულ შტატებს კორონავირუსთან ბრძოლაში დაეხმარება.

ამის შესახებ განცხადება ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა გააკეთა.

როგორც ჩინეთის ლიდერი აღნიშნავს, ამ სიტუაციაში ჩინეთმა და აშშ-მა უნდა გააერთიანოს ძალისხმევა ეპიდემიასთან საბრძოლველად.

სი ძინპინმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ აშშ ითანამშომრლებს ჩინეთთან და ორი ქვეყნის ურთიერთობების გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგმას.

„ამ სიტუაციაში ჩინეთმა და აშშ-მა უნდა გააერთიანოს ძალისხმევა ეპიდემიასთან საბრძოლველად. ზოგიერთმა ჩინურმა კომპანიამ და საწარმო უკვე აღმოუჩინა დახმარება აშშ-ს. ჩინეთი აცნობიერებს სირთულეებს, რომელიც ამერიკულ მხარეს აქვს და მზადაა დახმარებისა და მხარდაჭერისთვის“ – განაცხადა სი ძინპინმა

მისი განცხადებით, ჩინეთი აშშ-ს კორონავირუსთან საბრძოლველად საქჭირო  ინფორმაციისა და გამოცდილებას გაუზიარებს.

ცნობისთვის, დღეს კორონავირუსის გამოწვევასთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთის ლიდერს სი ძინპინ ტელეფონით ესაუბრა.

კორონავირუსის ინფიცირებულტა მაჩვენებლით აშშ-მ ჩინეტს გადაასწრო. ბოლო მონაცემებით ქვეყანაში 85 604 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით ახალი კორონავირუსით ინფიცირების 462 ათასამდე შემთხვევა ფიქსირდება. ინფიცირებით,  21 ათთასამდე ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 100 ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი პანდემიად გამოაცხადა.

 

 

იტვირთბა....