ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აშშ ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა

ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა საერთო რაოდენობით, ჩინეთს, რომელიც 81 340 შემთხვევით, მსოფლიოს მასშტაბით, პირველ ადგილზე იყო, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადაასწრო.

ამ დროისთვის არსებული მონაცემების მიხედვით, შეერთებულ შტატებში “კოვიდ-19”-ით ინფიცირების 85 604 შემთხვევაა დაფიქსირებული.

მესამე ადგილზეა იტალია – 80 589 ინფიცირების შემთხვევით.

რაც შეეხება ლეტალურ შედეგს, აშშ-ში დაღუპულია 1 301, ჩინეთში – 3 292, ხოლო იტალიაში – 8 215 ადამიანი.

შეგახსენებთ, მსოფლიოს მასშტაბით, ბოლო მონაცემებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირების სულ 533 015 შემთხვევაა გამოვლენილი. დაიღუპა 24 095 პირი. გამოჯანმრთელდა 124 387 ადამიანი.

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....