ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

დონალდ ტრამპი კორონავირუსის საკითხზე ჩინეთის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა

ტრამპი

კორონავირუსის გამოწვევასთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთის ლიდერს სი ძინპინ ტელეფონით ესაუბრა.

ორი ქვეყნის ლიდერს შორის სატელეფონო საუბარი კორონავირუისის პანდემიასა და მის მიერ მოტანილ ეკონომიკურ ზარალთან დაკავშირებით შედგა.

ამის შესახებ ტრამპი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.

„ახლახან დავასრულე ძალიან კარგი საუბარი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან. განვიხილეთ კორონავირუსი, რომელიც ჩვენი პლანეტის დიდ ნაწილს აკოტრებს. ჩინეთმა ბევრი რამ გამოიარა და ვირუსის ღრმა ცოდნა აქვს. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ“, – ნათქვამია დონალდ ტრამპის „ტვიტერის“ გვერდზე.

კორონავირუსის ინფიცირებულტა მაჩვენებლით აშშ-მ ჩინეტს გადაასწრო. ბოლო მონაცემებით ქვეყანაში 85 604 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით ახალი კორონავირუსით ინფიცირების 462 ათასამდე შემთხვევა ფიქსირდება. ინფიცირებით,  21 ათთასამდე ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 100 ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი პანდემიად გამოაცხადა.

 

იტვირთბა....