ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კახეთში კარანტინში 550, თვითიზოლაციაში კი, 452 მოქალაქე იმყოფება

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, კახეთის რეგიონში  თვითიზოლაციაში 452 ადამიანი, საკარანტინო სივრცეში კი – 550 ადამიანი იმყოფება, ხოლო თვითოზლაციის ვადა 60 ადამიანს უკვე გაუვიდა.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რეგიონში მდებარე რვა საკარანტინო სივრცეში მოთავსებული ადამიანები ძირითადად უცხოეთიდან სამშობლოში დაბრუნებულები არიან.

„ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გასული დღე- ღამის განმავლობაში კლინიკაში არც ერთი ადამიანის გადაყვანა არ გამხდარა საჭირო“, – აცხადებს ხიზანიშვილი.

ამასთან, კახეთში ოთხი კლინიკა არის მზადყოფნაში, საჭიროების შემთხვევაში ვირუსის მქონე პაციენტები მიიღოს, მათ შორის ორი კლინიკა თელავში და თითო საგარეჯოსა და ლაგოდეხში.

საქართველომ ჩინეთიდან 1000 სწრაფი ტესტი მიიღო. მიზნობრივი ტესტირება პირველ რიგში, მარნეულში დაიწყო, ვინაიდან ემ მუნიციპალიტეტში ვირუსის გავრცელების ყველაზე მეტი რისკია.

დღეს საქართველოში კორონავირუსის კიდევ ორი ლაბორატორიული შემთხვევა დადასტურდა. საერთო ჯამში, ინფიიცრებულთა რიცხვი 77 გახდა. მათგან 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა და კლინიკა უკვე დატოვეს.

იტვირთბა....