aviabiletebi
მთავარი ციტატა

“ვემზადებით რთული სცენარებისთვის”

“ეს არის მთელი მსოფლიოს გამოწვევა და ძალიან რთული პერიოდი გვიდგას, მაგრამ იმედიანად ვართ. ვემზადებით რთული სცენარებისთვის, მაგრამ ვართ მოტივირებული და იმედიანი, რომ ამ ვირუსს დავამარცხებთ… იცით, რომ ათასობით მოსახლეობის შემოწმება ხდება, ასევე ხორციელდება მთელი რიგი სამუშაოები, ხდება მოწყვლადი მოსახლეობის მხარდაჭერა პროდუქტით და სხვა საჭიროებებით. ამიტომ, მინდა ისინი გავამხნეო და ვუსურვო მათ ჯანმრთელობა და ამ ვირუსზე გამარჯვება”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ირაკლი  სესიაშვილი – პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე

აღნიშნული განცხადება სესიაშვილმა მარნეულის ბლოკ-პოსტთან, მედიასთან გააკეთა.

შეგახსენებთ, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 77-მდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 4 055 ადამიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 252 პირი რჩება.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

იტვირთბა....