მთავარი ციტატა

“ერთ თვეში გამოჩნდება, კორონავირუსს ახასიათებს თუ არა სეზონურობა”

“ერთ თვეში გამოჩნდება, მოსალოდნელია თუ არა, რომ ახალ კორონავირუსს ახასიათებდეს სეზონურობა, როგორც გრიპს და ზაფხულის განმავლობაში ვირუსის გავრცელება კლიმატური პირობების გამო შეწყდეს, ან მკვეთრად შემცირდეს. ამის შანსი საკმაოდ სოლიდურია. მე ვიტყოდი ორმოცდაათი ორმოაცდაათზე.”

კაკი ზოიძე – ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე

კაკი ზოიძემ ამის შესახებ „პუბლიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

დღეს საქართველოში კორონავირუსის კიდევ ორი ლაბორატორიული შემთხვევა დადასტურდა. საერთო ჯამში, ინფიიცრებულთა რიცხვი 77 გახდა. მათგან 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა და კლინიკა უკვე დატოვეს.

საქართველომ ჩინეთიდან 1000 სწრაფი ტესტი მიიღო. მიზნობრივი ტესტირება პირველ რიგში, მარნეულში დაიწყო, ვინაიდან ემ მუნიციპალიტეტში ვირუსის გავრცელების ყველაზე მეტი რისკია.

იტვირთბა....