დედამიწის მოსახლეობის 25% ამ დროისთვის კარანტინში იმყოფება.
მსოფლიოში ყველაზე დიდი საკარანტინო ზონა ინდოეთია – აქ მკაცრ საკარანტინო რეჟიმში 1.3 მილიარდი ადამიანი იმყოფება.
მსოფლიოს მასშტაბით ახალი კორონავირუსით ინფიცირების 461,925 შემთხვევა ფიქსირდება. დადასტურებული შემთხვევებიდან 20,852 ლეტალურად დასრულდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით ხუთეულში არიან ჩინეთი, იტალია, აშშ, ესპანეთი და გერმანია. COVID 19-მა ყველაზე მეტი, 7,503 ადამიანი იტალიაში იმსხვერპლა.
რაც შეეხება საქართველოს, შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 75 შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში რჩება 4055 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 252.
საქართველოში 21 მარტს მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.