“სწრაფი ტესტი ნიშნავს, იმ ტესტს, როდესაც 15-20 წუთში გვაქვს პასუხი. თუ ჩვენ საათ-ნახევარ დროზე ვსაუბრობთ, მაშინ მეთოდოლოგიურად ისევ იმ ანალიზზე ვსაუბრობთ, რასაც ქვია PCR და რასაც ახლა ლუგარის ლაბორატორია აკეთებს. უბრალოდ, არსებობს უფრო შემჭიდროვებულ ვადებში ჩატარებადი PCR ტესტი. მე ჯერ ახალი ტესტი არ მინახავს, მაგრამ შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამაზეა საუბარი, რადგანაც სწრაფი ტესტი პირდაპირი მნიშვნელობით სწრაფია”
მაია ბუწაშვილი, იფნექციონისტი
TV პირველი, ვახო სანაიას “დღის ამბები”
“ამ ეტაპზე ჩვენ ჩამოვიტანეთ ის პირველი 1000 ტესტი, რომლებსაც ველოდებოდით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან, ამ ტესტების პასუხი შესაძლებელია მივიღოთ ჩვენ უკვე საათნახევარში, რაც მოგვცემს საშუალებას, ნაკადები უფრო სწრაფად ვმართოთ”, – შეგახსენებთ, ეკატერინე ტიკარაძემ ამის შესახებ დღეს ისაუბრა.
შეგახსნებთ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 75 შემთხვევა ფიქსირდება.
საქართველოს პრეზიდენტმა „სალომე ზურაბიშვილის” ფონდიდან კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილ ფონდში 30 000 ლარი გადარიცხა – ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.
საქართველოში 21 მარტს მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.