“მოსახლეობის ინფორმირებასთან ერთად, ორივე რაიონის შემოწმება დავიწყეთ, დღეს უკვე ჯგუფებმა, რომლებიც დაკომპლექტებულია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებით, ასევე მედიკოსებით, შეძლეს 20 ათასზე მეტი ადამიანის მონახულება, ატარებენ გარკვეულ გამოკითხვებს, უტარდებათ სამედიცინო ღონისძიებები. 20 ათასი ადამიანიდან მხოლოდ 25 ადამიანს დაუფიქსირდა სიცხე, საიდანაც საყურადღებო იყო მხოლოდ ორი, რომლებიც მოთავსებული არიან საავადმყოფოში, მარნეულში”,
ირაკლი ჩიქოვანი – პრემიერ-პრემიერის პრესსპიკერი
დღეიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში ოჯახებში კარდაკარ სიარული და სამედიცინო შემოწმება დაიწყო.
მას შემდეგ, რაც მარნეულში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები კარანტინის ზონებად გამოაცხადა. ქალაქში შემსვლელ და გამსვლელთა კონტროლს საგანგებოდ მოწყობილ სპეციალურ გამშვებ პუნქტებზე პოლიცია და თავდაცვის ძალები ახორციელებენ.