მთავარი ციტატა

“ნინოწმინდისა და ახალქალაქის საკარანტინო ზონებად გამოცხადება არ იგეგმება”

“ნინოწმინდისა და ახალქალაქის საკარანტინო ზონებად გამოცხადება არ იგეგმება ისევე, როგორც არ იგეგმება საქართველოს არც ერთი სხვა მუნიციპალიტეტის, თუ არ გამოვლინდა იქ საგანგაშო ვითარება. საგანგებო ვითარება შეიძლება გაჩნდეს საქართველოს ნებისმიერ მუნიციპალიტეტში იმიტომ, რომ უკვე მივედით ამ ეტაპზე”

სოზარ სუბარი – პრემიერ მინისტრის მრჩეველი

აღნიშნული განცხადება სუბარმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

შეგახსენებთ, საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 73-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელებულია 10 ადამიანი.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

 

იტვირთბა....