aviabiletebi
მთავარი ციტატა

“რამდენიმე ასეული მოხალისეა, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში მობილიზებული არიან”

„შექმნილია მოხალისეების ჯგუფები, 40-ზე მეტი ჯგუფია, რომელშიც თითო ექიმია, რამდენიმე ათეული ჯგუფია, რომლებიც ველზე არიან გასული და სხვადასხვა საქმეს ასრულებენ. მთლიანობაში რამდენიმე ასეული მოხალისეა, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში მობილიზებული არიან. მათ შორის, ძალიან გვეხმარება წითელი ჯვრის საერთაშორისო საზოგადოება, რისთვისაც მადლობას ვუხდი. პირველივე დღეს 50-ზე მეტი მოხალისე ჰყავდა მობილიზებული, ამ ადამიანების რაოდენობა უკვე გაოთხმაგდა“

aviabiletebi
ავიაბილეთები

სოზარ სუბარი – რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერის მრჩეველი

შეგახსენებთ, საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 73-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელებულია 10 ადამიანი.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

იტვირთბა....