მთავარი ციტატა

“იძულებული ვიქნებით, გამოვიყენოთ მასობრივი კარანტინის რეჟიმი, თუ მოქალაქეებმა რეკომენდაციები არ შეასრულეს”

„შეინიშნება რაიონებში, მრავალბინიან კორპუსებში, ეზოებში და ასევე ე.წ. სოფლის ბირჟებზე მოქალაქეების სიმჭიდროვე. მინდა, მოქალაქეებს მოვუწოდო, რეკომენდაციების შეუსრულებლობით ცეცხლს ვეთამაშებით. დავიცვათ რეკომენდაციები, სიმჭიდროვეს მოვერიდოთ, რომ არ შევუწყოთ ხელი ინფექციის გავრცელებას. თუ მოქალაქეებმა რეკომენდაციები არ შეასრულეს, შესაძლოა, მივიღოთ ის, რაც მივიღეთ ბოლნისსა და მარნეულში. ასეთ შემთხვევაში ვიქნებით იძულებული, გამოვიყენოთ მასობრივი იზოლაცია ან მასობრივი კარანტინის რეჟიმი”

დიმიტრი ხუნდაძე – პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე

შეგახსენებთ, საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 73-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელებულია 10 ადამიანი.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

იტვირთბა....