2026 წლის 1 იანვრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილის ხელფასი [ხელზე ასაღები} 15 000 ლარამდე იზრდება, – ინფორმაციას “მედიაჩეკერი” ავრცელებს.
მათივე ცნობით, ასევე იზრდება საზოგადოებრივი მაუწყებლის “აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორის შრომის ანაზღაურებაც და ხელზე ასაღები 7 000 ლარი ხდება.
თინათინ ბერძენიშვილის ხელფასი მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან უნდა გაზრდილიყო, თუმცა 2024 წლის 5 დეკემბრის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე მან უარი განაცხადა ხელფასის მატებაზე და არსებული ხელფასის, 12 500 ლარის შენარჩუნება ითხოვა.

