ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ბატონ გრიგოლს მიაჩნია, რომ მის წინააღმდეგ არ შეიძლება იყოს პირდაპირი მტკიცებულებები ამ ბრალდებაში ასახულ გარემოებებზე”- ლილუაშვილის ადვოკატი

გრიგოლ ლილუაშვილს მიაჩნია, რომ მის წინააღმდეგ არ შეიძლება იყოს პირდაპირი მტკიცებულებები ბრალდებაში ასახულ გარემოებებზე – მოვითხოვთ მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას,- ამის შესახებ სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა ზაჰესის იზოლატორის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დაცვის მხარეს საქმის მასალები ჯერჯერობით არ გადასცემია.

„რეალობიდან გამომდინარე, რადგან პირდაპირ დევნა იქნა მის მიმართ დაწყებული, ვისარგებლებთ კანონით გათვალისწინებული უფლებებით, გავეცნობით სისხლის სამართლის მასალებს. შემდეგ, გვაქვს პოზიცია, რომ გამოძიებას მივცეთ სწორი, ზუსტი ჩვენება, ყველა იმ ფაქტზე, რასაც პროკურატურა ედავება.

ჯერჯერობით ჩვენ საქმის მასალები არ გადმოგვცემია, მხოლოდ მოხდა ბრალდების წაყენება. ბრალდების დადგენილება რამდენიმე ფურცლიანია, სადაც აღწერილია ქმედებები, რასაც პროკურატურა გვედავება, მაგრამ სისხლის სამართლის მასალებს არ ვიცნობთ, არ გადმოგვცემია, რომ გადმოგვეცემა და შევისწავლით, გვექნება ჩვენი მოსაზრება.

ბატონ გრიგოლს მიაჩნია, რომ მის წინააღმდეგ არ შეიძლება იყოს პირდაპირი მტკიცებულებები ამ ბრალდებაში ასახულ გარემოებებზე.

დავაყენებთ შუამდგომლობას მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შესახებ“,- განაცხადა ადვოკატმა.

იტვირთბა....