მთავარი ციტატა

“ექიმებს ვურჩევთ, ყველა სიცხის შემთხვევაში ისე მოიქცნენ, თითქოს, ეს იყოს კორონავირუსის საეჭვო, ან დადასტურებული შემთხვევა”

“ექიმებს ვურჩევთ, ყველა სიცხის შემთხვევაში ისე მოიქცნენ, თითქოს, ეს იყოს კორონავირუსის საეჭვო, ან დადასტურებული შემთხვევა. ჩვენ მათ ვურჩევთ, მაქსიმალურად დაიცვან თავი, გამოიყენონ პირადი დაცვის საშუალებები და პაციენტი იზოლირებული იყოს. მეტი სიცხიანი პაციენტების მართვისთვის უკვე პატარა, რაიონულ საავადმყოფოებში იზოლირებული სივრცეების მოწყობაზე ვფიქრობთ, რათა სიცხიანი პაციენტების ადრეული და სწორი შეფასება მოხდეს. რა თქმა უნდა, ამაში ტესტირების შესაძლებლობის გაფართოებაც დაგვეხმარება.”

თამარ გაბუნია – ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 70-მდე გაიზარდა.  70 დადასტურებული შემთხვევიდან ცხრა უკვე გამოჯანმრთელდა.

 21 მარტს მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

ორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.მუნიციპალიტეტების ხუთ შესასვლელს თავდაცვის ძალები შსს-სთან ერთად აკონტროლებენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი პანდემიად გამოაცხადა.

იტვირთბა....