ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი სოციალური ქსელი

“შევარდნაძის დროსაც კი ლარი იყო მყარი. რაც ახლა ხდება, მოსალოდნელი იყო”, – რომან გოცირიძე

“შევარდნაძის დროსაც კი, როცა ერთადერთი საექსპორტო საქონელი იყო ჯართი და ტურისტის ცნება დავიწყებული ჰქონდა ხალხს, როცა პენსია 7 ( 14) ლარი იყო, ლარი 1995-1998 წლებში იყო მყარი, ფაქტობრივად ფიქსირებული 1,3-თან”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” პარლამენტის ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, რომან გოცირიძე წერს.

როგორც რომან გოცირიძე წერს, რაც ახლა ხდება, მოსალოდნელი იყო

“1998 წელს, მსოფლიო კრიზისი გამო, დაეცა 2,2-ამდე, მაგრამ მალევე დასტაბილურდა 1,8-ზე. ”ნაციონალური” ხელისუფლების დროს გამყარდა 1,43-ამდე და 2008 წლის მსოფლიო ფინანსური კრიზისია და აგვისტოს ომის შემდეგ დასტაბილურდა 1,65-ზე და ფეხი არ მოუცვლია იქიდან.

რაც ახლა ხდება მოსალოდნელი იყო. ”ოცნების” მთელი 8 წლის განმავლობაში ლარი იყო საფრთხის ქვეშ არასწორი პოლიტიკის გამო.

ნუ ვაბრალებთ მხოლოდ ვალუტის შემოდინების კლებას, ლარის ” გადინება” რომ კონტოლქვეშ ყოფილიყო, არ მოხდებოდა, რაც ახლა მოხდა.

ვალუტის კურსის ფორმირებაში ორი ვალუტა მონაწილეობს და მხოლოდ ერთზე აქცენტის გაკეთება შეცდომების შენიღბვის ხრიკია”, – წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა. ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.2105 პუნქტით გაუფასურდა. კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 3.5 ლარი ღირს.

რაც შეეხება კორონავირუსს, ინფიცირებულთა რაოდენობა 70-მდე გაიზარდა.  70 დადასტურებული შემთხვევიდან ცხრა უკვე გამოჯანმრთელებულია. ხვალიდან კი სპეციალისტებს სწრაფი ტესტებით მოსახლეობის მიზნობრივი შემოწმების შესაძლებლობა ექნებათ. 

იტვირთბა....