“ასეთი პანდემიის დროს მარნეულის სოფლებში სასმელი წყლის არარსებობა ძალიან დიდი პრობლემაა. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინფორმირება თავიანთ ენაზე, აზერბაიჯანულ და სომხურ ენაზე. სამწუხაროდ, სახელმწიფოს მიერ შექმნილი ვებგვერდი, stopcov.ge-ც არ ფუნქციონირებს აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე”
რაშინ ზიადალიევი, სამოქალაქო ჩართულბისა და აქტივიზმის ცენტრის დამფუძნებელი
TV პირველი, ვახო სანაიას “დღის ამბები”
შეგახსენებთ, საქართველოს თავდაცვის ძალები მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ხუთ შესასვლელს შსს-სთან ერთად აკონტროლებენ.
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.
21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.