წყალტუბოს საკარანტინო ზონა დღეს 82-მა ადამიანმა დატოვა. მათ საკარანტინო, 14 დღიანი ვადა დაასრულეს.
ისინი იტალიიდან საქართველოში 10 მარტს სპეცრეისით დაბრუნებული მოქალაქეები არიან.
კარანტინის ზონის დატოვებამდე 82-ვე მოქალაქემ შემოწმება კიდევ ერთხელ გაიარა.
ისინი სახელმწიფომ საკუთარ სახლებში სპეციალურად გამოყოფილი სატრანსპორტო საშუალებებით დააბრუნა.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის,საქართველოში კორონავირუსით 67 ადამიანია ინფიცირებული. კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 252 ადამიანი რჩება. გამოჯანმრთელდა 9 ადამიანი.