„საქართველოში გარდა ერთი რეგიონისა, და იქაც, ჩვენი კვლევით შესაძლოა გავიდეთ ინფიცირების წყაროზე, მარნეულის ცნობილ შემთხვევაზე მაქვს საუბარი, ამ გზით უკვე მივდივართ, დანარჩენ ყველა შემთხვევაზე, ცნობილია ინფექცირების წყარო. აქედან გამომდინარე, ჩვენ ჯერ კიდევ იმ ეტაპზე ვართ, როდესაც შემთხვევის განსაზღვრება არის ერთი – თუ გვაქვს ისტორია მოგზაურობის და დაავადების სიმპტომები, მეორე – როდესაც იკვლევენ და ასე იქნა აღმოჩენილი სწორედ მარნეულის შემთხვევა”
პაატა იმნაძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე
შეგახსენებთ, ამ დროისთვის,საქართველოში კორონავირუსით 67 ადამიანია ინფიცირებული. კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 252 ადამიანი რჩება. გამოჯანმრთელდა 9 ადამიანი