“მე რამდენადაც ვიცი, პირბადეები „ბალენსიაგამ“ და „ივ სენ ლორანმაც“ გამოუშვეს, ზოგს ერთი ბრენდი მოსწონს, ზოგს მეორე – მთავარია თავისი ფუნქცია შეასრულოს”, – ამის შესახებ უწყებათშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.
იმნაძემ ეს განცხადება, შავი პ.ირბადეების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა.
გავრცელებული ინფორმაციით, “ბალენსიაგამ” და “სან ლორანმა” სამედიცინო პირბადეების წარმოება დაიწყეს.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის,საქართველოში კორონავირუსით 67 ადამიანია ინფიცირებული. კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 252 ადამიანი რჩება. გამოჯანმრთელდა 9 ადამიანი.