პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია არ გამორიცხავს, რომ სასწაქვლო პროცესი 21 აპრილიდან ვერ გაგრძელდეს.
ამის შესახებ გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით გამართულ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
“მოგეხსენებათ, რომ სასწავლო პროცესი შეჩერებულია. საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია 21 აპრილამდე, თუმცა ობიექტურად რომ შევაფასოთ სიტუაცია, შანსი იმისა, რომ აპრილის ბოლოს სასწავლო პროცესი გაგრძელდება, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ არსებობს შანსი, რომ სასწავლო პროცესი ვერ გაგრძელდეს”,- განაცხადა გიორგი გახარიამ.
ამასთან, პრემიერის გადაწყვეტილებით, 30 მარტიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში სკოლის მოსწავლეებისთვის გაკვეთილების ტრანსლირება დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ 21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. შესაბამისად, სხვა შეზრუდვებტან ერთად, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი ოფიციალურად 21 აპრილამდე შეჩერდა.