“ეპიდემიის აფეთქების ყველაზე დიდი რისკი შემდეგ ორ კვირაშია მოსალოდნელი. წინა კვირას სწორედ აქედან გამომდინარე იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ საგანგებო რეჟიმი გამოგვეცხადებინა. ჩვენი მოქალაქეებისთვის ეს უნდა გახდეს მესიჯი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, შესრულდეს ყველა მითითება, რასაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ჯანდაცვის სამინისტრო იძლევა.”
ეკატერინე ტიკარაძე – ჯანდაცვის მინისტრი
ამის შესახებ მინისტრმა “მოამბის” ეთერში განაცხადა.
23 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 61 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 8 ვირუსისგან სრულად განიკურნა.
საქართველოში 21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.
საქართველო უკვე მიიღებს სწრაფ ტესტებს და მოსახლეობაზე ტესტირების ჩატარება 25 მარტიდან დაიწყება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.